ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსი“ თეთრ სახლს ეწვია. ის NBA-ის პირველი ჩემპიონია, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში თავის რეზიდენციაში მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, „გოლდენ სტეიტსა“ (2017, 2018) და „ტორონტოს“ (2019) არ ჰქონდათ აშშ-ს პრეზიდენტთან ტრადიციული შეხვედრა, რადგან ისინი არ ეთანხმებოდნენ დონალდ ტრამპის პოლიტიკას.
2020 წელს, „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.