მილუოკი არ აგებს, ტეხასის დერბი სან-ანტონიომ მოიგო [ვიდეო]
მილუოკი არ აგებს, ტეხასის დერბი სან-ანტონიომ მოიგო [ვიდეო]

NBA-ს რეგულარული სეზონის სტარტზე, „მილოუკი ბაქსი“ ერთადერთი წაუგებელი გუნდია. დღეს დილით, ვისკონსინელებმა საკუთარ „ფაისერვ ფორუმში“ „რეპტორზი“ მიიღეს, რომელიც ამ ტურამდე დაუმარცხებლად ასპარეზობდა. აღმოსავლეთ კონფერენციის ცენტრალური დაპირსპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. თანაბარი მხოლოდ შეხვედრის პირველი მეოთხედი გამოდგა, ამის შემდეგ „ბაქსმა“ უპირატესობის გაზრდა დაიწყო და ბოლომდე შესძლო კომფორტული სახვაობის შენარჩუნება. შეხვედრის საფინალო ანგარიშია 124-109. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კლუბმა ლიდერების გარეშე ითამაშა. მცირე ტრავმების გამო მასპინძლებს იანის ანტეტუკომპო, ხოლო სტუმრებს კავაი ლონარდი აკლდათ. „რეპტორზს“ სერჟ იბაკამ ულიდერა, 30 ქულით და 9 მოხსნით. გამარჯვებულთა შემადგენლობაში კი საუკეთესო ერსან ილიასოვა იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა და 10 მოხსნა. მილოუკი 7 დან 7 მოგებით მთლიანად ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია. ტორონტო კი აღმნოსავლთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.

დასავლეთში, საინტერესო და დაძაბული გამოდგა ტეხასის დერბი, რომელშიც ერთმანეთს „სან-ანტონიო სფერსი“ და „დალას მავერიქსი“ დაუპირისპირდნენ „ეი თი ენდ თი ცენტრში“ ჩატარებული შეხვედრის უკანასკნელი წუთები საოცრად დრამატული გამოდგა. ძირითად დროში დალასელებს მოგება შეეძლოთ. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე დენის სმიტმა ორიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და შეხვედრა ოვერ ტაიმში გადავიდა, სადაც მასპინძლები უფრო მობილიზებულები აღმოჩნდნენ და საბოლოოდ 113-108 გაიმარჯვეს. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი დემარ დეროუზენი გახდა. „სფერსის“ ახალმა შენაძენმა 34 ქულა მოაგროვა და, რაც მთავარია, გადამწყვეტ მომენტებში ჩააგდო ბურთები. NBA-ში გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა. უნიჭიერესმა სლოვენიელმა სან ანტონიოს 31 ქულა ჩაუგდო.