მილტონ ჰეიგმა ზაფხულის ტესტებისთვის 40 მორაგბეს უხმო
მილტონ ჰეიგმა ზაფხულის ტესტებისთვის 40 მორაგბეს უხმო

„ფრანგ ბარბაროსებთან“ და ივნისში ოკეანეთში გასამართი სამი ტესტ-მატჩისთვის მილტონ ჰეიგმა 40 მორაგბეს უხმო.

„წყნარი ოკეანის თასზე“ წამსვლელთა 33 კაციანი შემადგენლობა „ფრანგ ბარბაროსებთან“ თამაშის შემდეგ დაზუსტდება. ბორჯღალოსნები ტურნირზე 9 ივნისს ტონგას, 16 ივნისს კი ფიჯის დაუპირისპირდებიან. ზაფხულის ბოლო ტესტ მატჩი 23 ივნისს, იაპონიის წინააღგმდეგ გაიმართება.

საზაფხულო გაფართოებულ შემადგენლობაში 23 მორკინალი და 17 უკანახაზელია. საგულისხმოა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია. გორის „ჯიქის“ შუამარბ რევაზ ჯინჯიხაძეს ჯერ-ჯერობით სანაკრებო კეპი არ აქვს. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა თამაზ მჭედლიძე.

„ფრანგ ბარბაროსებთან“ დაპირისპირება 31 მაისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება.