საქართველოს რაგბის კავშირისა ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – მილტონ ჰეიგი, თავის პარტნიორთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და „ბორჯღალოსნების“ ტესტ მატჩებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები გააცნეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სატესტო სერიას იწყებს. ტრადიციად ქცეულ ამ მატჩებს შარშან საქართველოს რაგბის კავშირმა და მისმა პარტნიორმა ერთობლივად ჩაუყარეს საფუძველი.
წელს ბორჯღალოსნები სერიის ფარგლებში სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – 10 ნოემბერს, სერიის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრები იტალიას ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ეთამაშება.
მერე სერიის საშინაო მატჩებიც ჯერი დადგება – 17 ნოემბერს, თბილისში, „ბორჯღალოსნები“ სამოას უმასპინძლებენ, ხოლო 2018 წლის დამაგვირგვინებელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ტონგას 24 ნოემბერს დაუპირისპირდება.
„ეს ტესტ-მატჩები ქართული რაგბისა და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრებში პარტნიორებისა და ფანების მხარდაჭერა გექნება, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ ბოლო სანაკრებო ტესტებში დამაჯერებლად ვერ გამოვიყურებოდით. ამიტომ გვსურს, რომ ახლა უკეთესი თამაში ვაჩვენოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.“ – ამბობს მილტონ ჰეიგი.