მილტონ ჰეიგი - გავიზარდეთ, მაგრამ ცხვირაბზეკილი სიარული არაფერს გვარგებს
რუსულმა ინტერნეგ საიტმა rugger.info საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა ინგლისის ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშზე, მსოფლიოს ჩემპიონატსა და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
გამარჯობა, მილტონ. დავიწყოთ ყველაზე აქტუალურით. ევროპის ჩეპიონატის ორ სასტარტო მატჩში საქართელომ მთავარი კონკურენტები – რუმინეთი და ესპანეთი დაამარცხა და თან ექსპერიმენტული, ახალგაზრდული შემადგენლობით. როგორ ფიქრობთ, ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია?
მე ვფიქრობ, ეს კარგი გამოცდა იყო ჩვენთვის – სწორედ ის, რაც გვჭირდებოდა. განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა მოთამაშეებს ეხებათ. მათ მშვენიერი გამოცდილება მიიღეს. რუმინელებმა ჩვენთან სათამაშოდ თავიანთი საუკეთესი მორაგბეები გამოიძახეს საფრანგეთიდან, ასე რომ ჩვენ კარგი შანსი მოგვეცა იმის გასარკვევად, თუ როგორ გაართმევდნენ თავს ახალგაზრდები ამ რთულ ამოცანას.
ესპანეთთან მატჩიც რთული იყო. პირველი ტაიმი არ წავიდა ისე, როგორც გვსურდა. პრობლემები გვქონდა გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კუთხით. ამაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.
ახლა ბელგიასთან გველის თამაში, რომელის საკუთარ კედლებში ყოველთვის ძლიერია. თან იქ, როგორც წესი, ქარიანი ამინდი იციდ და გაზონიც სრიალებს.
დებიუტატები გიორგი ჯავახია, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი და ვანო კარკაძე საქმეში ვნახეთ. კმაყოფილი ხართ ამ ბიჭებით?
მე ვფიქრობ, კარგად თავი მხოლოდ ზოგიერთმა აჩვენა. საღინაძე ისევ დაბრუნდება შემადგენლობაში, ვანოც. ქერდიყოშვილით და ჯავახიათიც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჯავახიამ ფიზიკურ ფორმაზე მეტი უნდა იმუშაოს. ის მესამეხაზელად უფრო გამოდგება. მე მას ჯერ კიდევ 18-წლამდელებიდან ვაკვირდები და ვიცი მისი პოტენციალი.
სასტარტო მატჩებში ბევრი ისეთი მოთამაშე ვნახეთ, რომლებცას ახალბედებს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ შმადგენლობაში დიდი ხანია, რაც არ გვინახავს. ესენი არიან გიორგი აფციაური, თორნიკე მატარაძრ, მირიან მოდებაძე, გიორგი მელიქიძე, გიორგი ჭყოიძე. მათზე რას იტყვით?
მელიქიძემ შარშან წყნარი ოკეანის ტურნეში მიიღო მონაწილეობა, ასე რომ მან მხოლოდ ნოემბრის ტესტები გამოტოვა. მოდებაძეს ტრავმა ჰქონდა და ახლახანს გამოჯანმრთელდა. მწვრთნელები კმაყოფილები ვართ მისით. იგივე ეხება აფციაურს. ბევრი ტრავმა ჰქონდა ბოლო დროს. მან ორივე ბოლო მატჩი კარგად ჩაატარა.
თედო აბჟანდაძეც ვნახეთ სასტარტო შემადგენლობაში. მასზე რას ფიქრობთ?
ჩვენ ის ცალსახად მოგვწონს და სწორედ ამიტომ ითამაშა ოთხივე მატჩი. თუ კარგ ფორმას შეინარჩუნებს და ტრავმებს არ მიიღებს, ჩვენ მას ახალ 10 ნომრად ვხედავთ. ამიტომ, მსოფლიოს ჩემპიონატამდე მან ყველა მატჩში უნდა ითამაშოს.
გასული წლის მსგავსად, ინგლისელებთან ერთად გექნებათ წვრთნა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს?
ჯერ ერთი, იმისთვის, რომ ძლიერ გუნდს მოუგო, მასთან ერთად უნდა ივარჯიშო. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ახალ წლამდე მე ედი ჯონსს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ სიამოვნებით ივარჯიშებდნენ ჩვენთან ერთად.
ორი დღე გვექნება და შორეულ პესრპექტივაში, მგონია, რომ ეს ვარჯიშები ძალიან გამოგვადგება.
მოდით, კონკრეტულად ვთქვათ: რა მიიღო საქართველოს ნაკრებმა ინგლისელებთან შარშანდელი ვარჯიშით?
გასულ წელს შერკინებაში კარგი შედეგები სწორედ ინგლისთან ვარჯიშის წყალობით მივიღეთ. ჩვენ მაშინ გრემ როუნტრი გვიყურებდა და რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგვცა.
მე ახლა მინდა, რომ ჩვენმა უკანახაზელებმა ინგლისელ უკანახაზელებთან მოსინჯონ ძალები. ასეთი მუშაობით ბევრი ხეირის ნახვა შეიძლება.
რა მიზნებს ისახავთ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის?
რა თქმა უნდა, ავტომატური კვალიფიკაცია შემდეგ მსოფლიო თასზე მინიმალური მიზანია. როგორც ეს 2015 წელს გავაკეთეთ. მაგრამ ეს მინიმუმია. ჩვენ მოხარულები ვიქნებნით, თუ მეტსაც შევძლებთ და ერთი-ორ ადამიანს ძალიან დავამწუხრებთ (იცინის).
თქვენ ბევრ ახალგაზრდას იწვევთ ნაკრებში. ეს რისკია თუ ფუფუნება?
მე ვთვლი, რომ ეს აუცილებლობაა. რისკი ნამდვილად არ არის. ეს რომ სახიფათო იყოს, მწვრთნელები ასე არ მოვიქცეოდით. ჩვენმა ახალგარზდებმა დაამტკიცეს, რომ საქართველოში ბევრი კარგი მორაგბე იზრდება.
თქვენ რუმინეთს ახალგაზრდული შემადგენლობით მოუგეთ. როგორ ფიქრობთ, ამოწურა საკუთარი თავი საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში?
მე ვთვლი, რომ ახლა ტრანსფორმაციის პერიოდი მიდის. დიახ, ჩვენ ძალიან გავიზარდეთ, მაგრამ ცხვირაბზეკილი სიარულიც არაფერს გვარგებს. იმისთვის, რომ ზრდა გავაგრძელოთ, კონკურენცია გვჭირდება. ჩვენ ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ექვსი ერის გუნდებთან თამაში ჩვენთვის გაცილებით სასარგებლო იქნება.