მილტონ ჰეიგი: "არწივებს" ძლიერი გუნდი ჰყავთ | პრესკონფერენცია
მილტონ ჰეიგი: "არწივებს" ძლიერი გუნდი ჰყავთ | პრესკონფერენცია

“ბორჯღალოსნები” 25 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში და წინა სამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.

მილტონ ჰეიგი:

“ყველაზე დიდი ზეწოლა პასუხიმგებლობაა და თითოეული ჩვენთაგანი ამას სრულად ვაცნობიერებთ.

ძალიან მძიმე თამაში გვქონდა უელსთან, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებით და ახალი ბიჭების მეშვეობით ვეცდებით მეტი ენერგია შემოვიტანოთ გუნდში.

მორკინალებს დიდი შრომის გაწევა მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ძლიერი გუნდია, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

“არწივებს” უყვართ გუნდის განზე გაყვანა  და სწრაფი უკანახაზელების მეშვეობით  შეტევების ორგანიზება. მათ მეორე-მესამე ხაზშიც ძალიან ძლიერი მოთამაშეები ყავთ”.