მილოუკის რთული გამარჯვება ტორონტოსთან - ბაქსი სერიაში დაწინაურდა
მილოუკის რთული გამარჯვება ტორონტოსთან - ბაქსი სერიაში დაწინაურდა

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩით გაიხსნა. რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდმა, მილუოკიმ, საკმაოდ რთულ გამარჯვებას მიაღწია. ტორონტოსთან ჩატარებულ მატჩში მასპინძლები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. „რეპტორზის“ შემადგენლობაში კავაი ლეონარდი და კაილ ლაური დომინირებდნენ. ლაურიმ პერიმეტრიდან შესანიშნავი პროცენტით ისროლა. უკანახაზელმა ცხრიდან შვიდი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა და ჯამში 30 ქულა მოაგროვა.

31 ქულით დაასრულა თამაში ლეონარდმა. სტუმრების უპირატესობამ ერთ ეპიზოდში 13 ქულას მიაღწია. ბოლო წუთებზე მილუოკიმ გაცილებით მოუმატა. ბრუკ ლოპესისა და იანის ანტეტუკონმპოს ბრწყინვალე თამაშის წყალობით, მასპინძლებმა მატჩის შემოტრიალება შეძლეს და ბოლო 2 წუთში მეტოქეს 9:0 გაქცევა გაუკეთეს.

საბოლოოდ, „ბაქსმა“ ანგარიშით 108:100 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. ლოპესის ანგარიშზე 29 ქულა დაფიქსირდა. იანტეტუკონმპომ 24 ქულა, 14 მოხსნა, 6 გადაცემა და 3 ბლოკი მიითვალა. ამ წყვილის სერიის მეორე თამაში 18 მაისს, ისევ მილოუკის „ფისერვ ფორუმში“ გაიმართება.