მილოშ ლაჩნი - წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ეს გოლები ძალიან მჭირდებოდა
მილოშ ლაჩნი - წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ეს გოლები ძალიან მჭირდებოდა

საქართველოს თასის ფინალში საუკეთესო მოთამაშედ მილოშ ლაჩნი დასახელდა. ლაჩნი მოედანზე 54-ე წუთზე შემოვიდა, დუბლი გაიფორმა და პენალტების სერიაში დარტყმა ზუსტად გამოიყენა.

მილოშ ლაჩნი ამბობს, რომ საქართველოში თავიდან გაუჭირდა.

„საქართველოში ჩემი კარიერა ცუდად დაიწყო. გამიჭირდა ადაპტაციის გავლა, შემდეგ იყო “დილასთან” წითელი ბარათი, რის გამოც სამი მატჩი გამოვტოვე. ველოდი შანსს და ვარჯიშებზე ყოველთვის ბევრს ვშრომობდი. მინდა, “ტორპედოს” წარმატებაში ჩემი წვლილიც იყოს და მიხარია, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. იმ წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, რომელიც მქონდა, ეს გოლები ძალიან მჭირდებოდა“, – ამბობს ლაჩნი.

სლოვაკი თავდამსხმელი ამბობს, რომ ქუთაისელი გულშემატკივრებისგან ყოველთვის თანადგომას გრძნობდა –

„მიუხედავად უიღბლობისა, ქუთაისელი ფანები სოციალურ ქსელში ბევრ და კარგ შეტყობინებას მიგზავნიდნენ. მათგან მუდმივად იგრძნობა ჩემდამი კარგი დამოკიდებულება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. თითოეული მათგანი მიყვარს, ისინი საუკეთესოები არიან.“