მილოშ ლაჩნი - შემიყვარდა ქართული კულტურა, ქართველი ხალხი... ქუთაისი!
მილოშ ლაჩნი - შემიყვარდა ქართული კულტურა, ქართველი ხალხი... ქუთაისი!

მილოშ ლაჩნიმ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. ამის მიუხედავად, სლოვაკმა თავდამსხმელმა კლუბსა და საქართველოში გატარებული პერიოდი კარგად გაიხსენა.

მილოშ ლაჩნი – „საქართველოში გატარებული პერიოდი ყოველთვის კარგად მემახსოვრება. დღიდან დღემდე, ეს ქვეყანა სულ უფრო მიყვარდებოდა. შემიყვარდა ქართული კულტურა, ქართველი ხალხი… ქუთაისი! ქართველებთან საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია. მშვენიერ გუნდში მოვხვდი, სადაც გუნდელები თავს ქართველად მაგრძნობინებდნენ. არ დამავიწყდება მომენტი, როცა გუნდის კაპიტანმა მითხრა, „შენ უკვე ქართველი ხარ, მილოშ…“. „ტორპედოსთვის” ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ეს ყველაფერი კი თასის ფინალში დამიფასდა, სადაც ორი გოლი გავიტანე და კლუბს ტიტულის მოპოვებაში დავეხმარე“, – ამბობს ლაჩნი.

სლოვაკმა თავდამსხმელმა წასვლაზეც ილაპარაკა – „მაგრამ წასვლა მომიწია. მე ვიცი, რომ კლუბს ჩემი შენარჩუნება სურდა და სხვადასხვა გზების გამონახვას ეცადა, თუმცა ყველა ადამიანი განსხვავებულია. მადლობა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს, რომელიც გუნდში ძალიან კარგ ატმოსფეროს ჰქმნიდა. ამ რამდენიმე თვეში „ტორპედო“ და ქუთაისელი ფანები ძალიან შემიყვარდა. დიდი იმედი მაქვს, ფანების გულიც მოვიგე. ძალიან დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი დროისთვის. ადრე თუ გვიან, საქართველოს ვეწვევი და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს!“.