უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში მონტენეგროს „დეჩიჩმა“ ბათუმის „დინამო“ სტუმრად 2:0 დაამარცხა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილორად პეკოვიჩმა მატჩის შესახებ ისაუბრა და კმაყოფილება ღიად გამოხატა.
„ბათუმის „დინამო“ კარგი გუნდია. თამაში რთული იყო, მაგრამ გეგმა შევასრულეთ. თავიდანვე ვიცოდით, გვჭირდებოდა თავის სათანადოდ დაცვა, მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა და აგრესიულობა. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ გამოვიყურებოდით.
ბათუმში გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მატჩის მოგებით ჯერ არაფერი დასრულებულა. ვთვლით, რომ ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი ვითამაშეთ. ვეცდებით, სამშაბათამდე კარგად დავისვენოთ და საპასუხო შეხვედრისთვის მოვემზადოთ“, – განაცხადა პეკოვიჩმა.
„დეჩიჩისა“ და ბათუმის „დინამოს“ საპასუხო მატჩი მომავალ სამშაბათს, 30 ივლისს პოდგორიცაში გაიმართება.