მილევსკიმ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი შეკრიბა - საქართველოს მეტოქე თბილისში დღეს მოემგზავრება #1TVSPORT
მილევსკიმ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდი შეკრიბა - საქართველოს მეტოქე თბილისში დღეს მოემგზავრება #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ემზადება ერთა ლიგის C4 ჯგუფის ბოლო ორი მატჩისთვის, რომელსაც გუნდი თბილისში (23 სექტემბერი) საქართველოსთან და სკოპიეში (26 სექტემბერი) ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ პირველი ვარჯიში სკოპიეში, პეტარ მილოშევსკის სასწავლო ცენტრში გამართა. ჯგუფში ბოლო ორი მატჩის წინ ჩრდილოეთ მაკედონიას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ტრავმისა და ზოგიერთი ფეხბურთელის უგუნდობის გამო, საწვრთნელ პროცესში ნაკრებს 8 მოთამაშე დააკლდა, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში იტალიასა და პორტუგალიასთან მარტის მატჩებში მონაწილეობდნენ.

ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან – სტეფან რისტოვსკი, ტიჰომირ კოსტადინოვი, დარკო ჩურლინოვი, ვალონ ეტემი და ერდონ დაჩი, ხოლო ბობან ნიკოლოვი, კირე რისტევსკი და დავიდ ბაბუნსკი კლუბში ახლახან ჩაირიცხნენ ან ისევ უგუნდოდ არიან. შესაძლოა, სია ცხრამდეც გაიზარდოს, რადგან საყრდენი ნახევარმცველი – არიან ადემი გერმანიაში გამოკვლევებზეა, წელი სტკივა და ექიმების დასკვნას ელოდება, შეუძლია თუ არა ვარჯიში.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში დღეს მოემგზავრება. ბლაგოია მილევსკიმ შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო), დამიან შიშკოვსკი (დოქსა), კრისტიან ნაუმოვსკი (შკუპი), იგორ ალეკსოვსკი (რაბოტნიჩკი)

მცველები: გოიკო ზაიკოვი (ვორსკლა), სტეფან აშკოვსკი (ლამია), დარკო ველკოსკი (ალ ეტიფაკი), ვისარ მუსლიუ (ინგოლშტადტი), ტოდორ ტოდოროვსკი (სუმგაითი), ნიკოლა სერაფიმოვი (ფეჰერვარი), ბოიან დიმოვსკი (აკადემია პანდევი)

ნახევარმცველები: ელიფ ელმასი (ნაპოლი), ეზგიან ალიოსკი (ფენერბაჰჩე), ენის ბარდი (ტრაბზონსპორი), არიან ადემი (დინამო ზაგრები), ენის ფაზლაგიკი (დუნაისკა სტრედა), აგონ ელეზი (ვარაჟდინი), იანი ატანასოვი (ჰაიდუკი), სტეფან სპიროვსკი (პიუნიკი)

თავდამსხმელები: მილან რისტოვსკი (ტრნავა), ბოიან მიოვსკი (აბერდინი), ალეკსანდარ ტრაიკოვსკი (ალ ფეიჰა), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი), ლუბჩე დორიევი (შკენდია)