კარდიფის „ფრინსიფალითი სთედიუმი“ (წარსულში „მილენიუმი“) საავადმყოფოდ გადაკეთდა და დღეიდან კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. სტადიონი ორი ათასამდე ადამიანს დაიტევს. არენის სრული ტერიტორია საავადმყოფოს პერსონალის და პაციენტების განკარგულებაში იქნება. დროებით ჰოსპიტალს, რომელიც სტადიონზე განთავსდა, 2500 ადამიანი მოემსახურება. მათ შორის 100 ექიმი, 500 ექთანი და მოხალისეთა ჯგუფი, რომელებიც სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.
„ჩვენ დროებით ჰოსპიტალში ყველა იმ პაციენტს მივიღებთ ვიცნც კორონავირუსით არის დაინფიცირებული და სტაბილური მდგომარეობა აქვთ. რამდენიმე დღე ვუმკურნალებთ, შემდეგ კი სახლებში გავუშვებთ. დღევანდელ სიტუაციაში ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ სხვა საავადმყოფოები ცოტა განიტვირთოს და ყველამ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს,“ – განაცხადა დროებითი ჰოსპიტალის დირექტორმა ჯონთან გრეიმ.
საავადმყოფოს უკვე შეურჩიეს სახელი – „დრაკონის გული“. სტადიონის დროებით საავადმყოფოდ გადაკეთებას ორი კვირა დასჭირდა. სავარაუდოდ, „მილენიუმ არენა“ საავადმყოფოს ფუნქციას დაახლოებით სამი თვის მანძილზე შეასრულებს.
შეგახსენებთ, „ფრინსიფალითი სთეიდიუმი” მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული არენაა. აღნიშნული სტადიონი უელსის რაგბის ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ეროვნული გუნდის მატჩებს მასპინძლობს.