მილანში ჯენარო გატუზოს და გარდაიცვალა
მილანში ჯენარო გატუზოს და გარდაიცვალა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს და, ფრანჩესკა გატუზო 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელის უმცროსი და თებერვლიდან მოყოლებული იმყოფებოდა ინტენსიური თერაპიის პალატაში. საავადმყოფოში ის მას შემდეგ მოხვდა, რაც ერთ საღამოს თავი ცუდად იგრძნო.

იტყობინებიან, რომ 2 ივნისს დილით, ფრანჩესკა ავად გახდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფრანჩესკა გატუზო „მილანში“ მდივნად მუშაობდა.