„მილანის“ ხელმძღვანელობა ანტე რებიჩის გამოსყიდვასთან დაკავშირებით „აინტრახტთან“ მოლაპარაკებებს გამართავს, – იუწყება La Gazzetta dello Sport.
გერმანელებთან მოლაპარაკებებს თავად პაოლო მალდინი უხელმძღვანელებს.
მიმდინარე სეზონში რებიჩი კარგ ფორმაშია და გუნდს რვა გოლი მოუტანა.
ხორვატი ფეხბურთელის საიჯარო შეთანხმება „მილანთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.