„მილანს” იოვიჩის „რეალიდან“ გადაყვანა იჯარის წესით, გამოსყიდვის უფლებით სურს
„მილანს“, შეტევის რგოლის გასაძლიერებლად, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის შეძენა სურს.
„მილანელები“ 22 წლის სერბის იჯარის წესით გადაყვანას ორი წლით, გამოსყიდვის უფლებით გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
ფეხბურთელის „მილანში“ გადასვლას შეიძლება ხელი მისმა ხელფასმა შეუშალოს. იოვიჩის ანაზღაურება ხუთი მილიონია წელიწადში, რაც იტალიელებისთვის ძალიან ბევრია. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები მაინც გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელს „რეალთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.