„მილანმა" თავისი ლეგიონერები ვარჯიშებისთვის გამოიძახა
„მილანმა" თავისი ლეგიონერები ვარჯიშებისთვის გამოიძახა

„მილანმა” თავის ლეგიონერებს მოუწოდა – ამ კვირის ხუთშაბათისთვის იტალიაში დაბრუნდნენ. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ სერია A-ს გუნდებს ნებას დართავენ – 4 მაისიდან განაახლონ ჯგუფური ვარჯიშები.

„მილანში” ელოდებიან ზლატან იბრაჰიმოვიჩის, რაფაელ ლეაოს, ჰაქან ჩალჰანოგლუს, სიმონ კიაერის, ასმირ ბეგოვიჩისა და ლუკას პაკეტას დაბრუნებას. თუმცა, სანამ ისინი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდებიან, ორი კვირის განმავლობაში შინ უნდა იყვნენ იზოლირებულნი.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულია 26 ტური. 63 ქულით ლიდერი „იუვენტუსია”.