„მილანმა“ მთავარ მწვრთნელად მარკო ჯამპაოლო დანიშნა
„მილანმა“ მთავარ მწვრთნელად მარკო ჯამპაოლო დანიშნა

გენუის „სამპდორიას“ ყოფილი დამრიგებელი მარკო ჯამპაოლო „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – ამის შესახებ „როსონერის“ ოფიციალური გვერდი წერს.

ჯამპაოლო ახალ გუნდში პირველი ივლისიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას. მასთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში. ხელშეკრულების მიხედვით, შესაძლებელია თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელება, – წერია „მილანის“ განცხადებაში.

„სამპდორიამდე“ ჯამპაოლო მუშაობდა „ემპოლიში“, „კრემონეზეში“, „ბრეშაში“, „ჩეზენაში“, „კატანიაში“, „სიენასა“ და „კალიარიში“. „მილანში“ მან შეცვალა ჯენარო გატუზო, რომელიც ამ სეზონის შემდეგ დაითხოვეს პოსტიდან.

2018-2019 წლების სეზონზე „მილანმა“ სერია A-ში 68 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა. „სამპდორია“ 53 ქულით მეცხრე იყო.