„მილანის“ მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო ოფიციალურად დაითხოვეს თანამდებობიდან.
კლუბის ვებგვერდზე ხელმძღვანელობა მადლობას უხდის 52 წლის მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს.
ამ სპეციალისტმა „მილანი“ წლევანდელი სეზონის წინ ჩაიბარა. სერია A-ს სასტარტო შვიდ ტურში მისმა გუნდმა სამი გამარჯვება მოიპოვა, ოთხი მატჩი წააგო და მე-13 ადგილზე იმყოფება.
ადრე ეს მწვრთნელი „სამპდორიაში“, „ემპოლიში“, „კრემონეზეში“ და რამდენიმე სხვა იტალიურ გუნდში მუშაობდა.
დიდი ალბათობით, „მილანის“ მორიგი მწვრთნელი გახდება „ფიორენტინას“ ყოფილი დამრიგებელი სტეფანო პიოლი.