„მილანმა“ გასულ წელს კლუბის არსებობის პერიოდში ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღო #1TVSPORT
„მილანმა“ ფინანსური კრიზისი დაძლია, მეტიც, იტალიურმა კლუბმა თავისი ხანგრძლივის ისტორიის განმავლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველაზე დიდი შემოსავალი დააფიქსირა.
„მილანის“ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ფინანსური წელი შეაჯამეს და მოგებაზე ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად გავიდნენ. 2022/23 წლების სეზონში იტალიური კლუბის შემოსავალმა 400 მილიონ ევროს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ წინა სეზონში „მილანის“ შემოსავალმა 297 მილიონი შეადგინა, რაც ხარჯებთან შედარებით 66,5 მილიონი ევროთი ნაკლებია.
2022/23 წლებში „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, იტალიის ჩემპიონატში კი მეოთხე ადგილზე გავიდა.