„მილანმა“ და „იუვენტუსმა“ არგენტინელი ფორვარდის გონსალო იგუაინის ერთწლიან იჯარაზე მოილაპარაკეს. ამისთვის მილანური კლუბი ტურინულს 15 მილიონ ევროს გადაუხდის.
გარიგების თანახმად, ერთი წლის შემდეგ, „მილანი“ ვალდებული იქნება თავდამსხმელის კონტრაქტი გამოისყიდოს.
თუმცა, თავად იგუაინს „იუვენტუსის“ დატოვება არ უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს მისვლის შემდეგ, შესაძლოა, მას სათამაშო დროის დეფიციტი შეექმნას. გარდა ამისა, არგენტინელს წელიწადში 7.5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასის დაკარგვა არ სურს.