მილანურმა კლუბებმა – „მილანმა“ და „ინტერმა“ ახალი ერთობლივი სტადიონის პროექტი წარადგინეს, რომელიც დღევანდელი არენის „სან სიროს“ რაიონში უნდა აშენდეს.
პროექტში შესულია ახალი არენის მშენებლობის ორი ვარიანტი ამჟამინდელი სტადიონის ნაწილობრივ შენარჩუნებით. „სან სიროსგან“ დატოვებენ მხოლოდ ქვედა ტრიბუნებს, არენა კი გახდება სპორტულ-გასართობი კომპლექსის ნაწილი.
ახალი სტადიონის ტევადობა დაახლოებით 60 ათასი იქნება. მშენებლობა მილიარდ ევროდაა შეფასებული.
სტადიონი, რომელზეც დღეს ორივე მილანური გრანდი თამაშობს, 1925 წლის სექტემბერში გაიხსნა.