ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილი მარჯვენა მცველი ემერსონ როიალი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას იტალიური კლუბი ავრცელებს.
„მილანმა“ ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო გადაუხადა და მასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
25 წლის მცველი „ტოტენჰემს“ 2021 წელს „ბარსელონადან“ შეუერთდა. მას ლონდონელთა რიგებში 101 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო ბრაზილიის ნაკრების მაისურით 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ემერსონის გარდა, „მილანმა“ მიმდინარე ზაფხულს ალვარო მორატა და სტრაჰანია პავლოვიჩიც დაიმატა. კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხელმძღვანელობს.