„მილანის“ პრეზიდენტს, საკუთარი ავტომობილიდან 10 ათასი ევრო მოპარეს
„მილანის“ პრეზიდენტს, საკუთარი ავტომობილიდან 10 ათასი ევრო მოპარეს

„მილანის“ პრეზიდენტი, პაოლო სკარონი მძარცველების მსხვერპლი გახდა. ფუნქციონერის პირად ავტომობილში, უკანა კარიდან ქურდმა შეაღწია. მან მანქანიდან ქეისი გაიტაცა, რომელშიც 10 ათასი ევრო იდო. ამის შესახებ Football Italia წერს.

სკარონიმ დამნაშავე დაინახა და მანქანით მისი დაწევაც კი სცადა, მაგრამ „მილანის“ პრეზიდენტს გზა უცნობმა გოგონამ გადაუღობა, რომელიც, სავარაუდოდ, ქურდობის თანამონაწილე იყო.