„მილანის“ მწვრთნელი - რომანიოლი ამ სეზონში მოედანზე ვერ გამოჩნდება
„მილანის“ მწვრთნელი - რომანიოლი ამ სეზონში მოედანზე ვერ გამოჩნდება

„მილანის“ მცველი ალესიო რომანიოლი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ დაბრუნდება, – ამბობს მილანელთა მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი.

„რომანიოლის ტრავმა აქვს და თითქმის შეუძლებელია, რომ ამ სეზონში მოედანს დაუბრუნდეს, – ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia. – რომანიოლის მუხლზე აქვს პრობლემები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა უახლოეს დღეები იქნება ცნობილი“.

აღსანიშნავია, რომ „სასუოლოსთან“ მოგებულ მატჩში (2:1) ტრავმა კიდევ ერთმა მილანელმა ფეხბურთელმა, ანდრეა კონტიმ მიიღო და 2019/20 წლების სეზონში მისი გამოჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღეს გახდა ცნობილი, რომ „მილანის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი  სტეფანო პიოლი გუნდში დატოვა და კონტრაქტი გაუხანგრძლივა.