„მილანის“ ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კანდიდატურებს არჩევს, რომელთა შორის ერთ-ერთ პრიორიტეტად მარკო როზე სახელდება, – იუწყება Football Italia.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იმ შემთხვევაში გახდება, თუ იტალიელებმა რალფ რანგნიკთან ან იულიან ნაგელისმანთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
43 წლის მარკო როზე მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელია.