იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში პირველი მატჩი ახალი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით „მილანმა“ წააგო. ეს გუნდი სტუმრად განადგურდა გასავარდნ ზონაში მყოფ „ვერონასთან“ – 0:3.
„მილანის“ კარში გოლები გაჰქონდათ: 24-ე წუთზე ანტონიო კარაჩოლოს, 55-ე წუთზე 17 წლის მოის კინსა და 77-ე წუთზე დანიელ ბესას.
სტუმრებმა ათი კაცით დაასრულეს შეხვედრა. 90-ე წუთზე მოედნიდან სუსო გააძევეს.
„ვერონამ“ ამ მოგებით დროებით დატოვა გასავარდნი ზონა, „მილანი“ კი მეშვიდე ადგილზეა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან 14-ქულიანი ჩამორჩენით.