როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ჩინეთის კლუბ დალიან იაფანგის ბელგიელი ფეხბურთელი იანიკ ფერეირა-კარასკო ახლოს არის კარიერის მილანში გაგრძელებასთან.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი დარჩა და არ არის გამორიცხული როსონერიმ ბოლო ტრანსფერი განახორციელოს. წყაროს თანახმად, შავ-წითლების წარმომადგენლები კარასკოს აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.
მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და საუბარია ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანაზე.