ალესიო რომანიოლის კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2022 წლამდეა ძალაში, თუმცა „მილანის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტი კიდევ უფრო გაახანგრძლივოს, – იუწყება Gazzetta dello Sport.
გამოცემის ინფორმაციით, მილანელები კონტრაქტის გახანგრძლივებას იმიტომ ჩქარობენ, რომ იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მომავალში სხვა კლუბებმა არ გადაიბირონ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ რომანიოლით სერიოზულად არის დაინტერესებული და კატალონიელები შეეცდებიან, უახლოეს წლებში იტალიელი საკუთარ გუნდში გადაიყვანონ.