„მილანი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „უდინეზეს“ ნახევარმცველის, როდრიგო დე პაულის შეძენას აპირებს, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „მილანის“ ხელმძღვანელობამ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე გამართა.
დე პაული „უდინეზეში“ 2016 წელს „ვალენსიადან“ სამ მილიონ ევროდ გადავიდა.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა 23 მატჩი ჩაატარა, გაიატანა ხუთი ბურთი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
პორტალი Transfermarkt.com დე პაულის 25 მილიონ ევროდ აფასებს.