„მილანი“ პიოლის დაითხოვს, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს
„მილანი“ პიოლის დაითხოვს, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს

„მილანის“ მთავარ მწვრთნელს სტეფანო პიოლის პოსტიდან გაათავისუფლებენ, თუ მისი გუნდი წლევანდელი სეზონის შედეგების მიხედვით ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, – იტყობინება Calciomercato.

მილანური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე განიხილავს ახალი მწვრთნელის ვარიანტებს. ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი „ლაიპციგი“ იყო.

სერია A-ს 23 ტურის შემდეგ, „მილანი“ გათამაშების ცხრილში 32 ქულით მეათე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის „ზონას“ გუნდი 10 ქულით არის დაცილებული.