„მილანი“ აპირებს კონტრაქტი გააფორმოს ფორვარდ დანიელ მალდინისთან, – იტყობინება გამომცემლობა Calciomercato. ამ მომენტისთვის, 17 წლის ფეხბურთელი „მილანის“ იუნიორთა გუნდში (U19) თამაშობს.
აღვნიშნავთ, რომ დანიელი „მილანის“ ლეგენდარული მცველის პაოლო მალდინის ვაჟია. ამჟამად, უფროსი მალდინი კლუბის სტრატეგიული განვითარების დირექტორის თანამდებობას იკავებს.
დანიელ მალდინიმ ამ სეზონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.