„მილანის“ ხელმძღვანელობას ლუკას პაკეტას გაყიდვა სურს, – იუწყება Tuttosport.
წყაროს ინფორმაციით, მილანელებს 22 წლის ბრაზილიელის გაყიდვა იანვრის სატრანსფერო პერიოდშიც უნდოდათ, მაგრამ სასურველი თანხა არავინ გადაიხადა.
„მილანი“ პაკეტას 25 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ პაკეტა „მილანში“ „ფლამენგოდან“ გადმოვიდა და ეს ტრანსფერი იტალიელებს 39 მილიონი ევრო დაუჯდათ.