„მილანი“ მარიო მანჯუკიჩთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეკონომიკური საკითხების მოგვარების შემთხვევაში, შესაძლებელია, ხორვატი შემტევი იანვარში იტალიაში დაბრუნდეს.
მანჯუკიჩმა ოთხი სეზონი (2015-2019) გაატარა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში და 117 თამაშში 30 გოლი გაიტანა.
34 წლის ფორვარდი ამჟამად ყატარის „ალ დუჰაილის“ წევრია.