„მილანი“ იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს #1TVSPORT
„მილანი“ იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს #1TVSPORT

„მილანში“ გადაწყვიტეს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტს აღარ განაახლებენ, – იუწყება ესპანური გამოცემა Relevo.

41 წლის იბრაჰიმოვიჩმა მიმდინარე სეზონზე „მილანის“ შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მიზეზი კი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია და ხანგრძლივი მკურნალობა იყო. თავდამსხმელმა მოედანზე, ჯამში, სულ 144 წუთი დაყო და ერთი გოლი გაიტანა.

ლეგენდარული ფეხბურთელი „მილანის“ რიგებს 2020 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა. იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტის ვადა მილანურ კლუბთან წელს, ივნისში იწურება.