"მილანი" გატუზოსთან კონტრაქტს სამი წლით გააგრძელებს
"მილანი" გატუზოსთან კონტრაქტს სამი წლით გააგრძელებს

“მილანის” ხელმძღვანელობა კონტრაქტის გაგრძელებაზე მოელაპარაკა მთავარ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს. ხელშეკრულების ვადა სამი წელი იქნება, – წერს გაზეთი Corriere dello Sport. ოფიციალურად ამის შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადებენ.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, 40 წლის მწვრთნელის ხელფასი წელიწადში 2 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ გატუზო “მილანს” გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში – მან ვინჩენცო მონტელა შეცვალა. ახალ მწვრთნელთან ერთად, “როსონერიმ” 23 მატჩში 13 მოიგო.
იტალიის ჩემპიონატში “მილანს” 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ხუთი ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას. გარდა ამისა, გუნდი გასულია იტალიის თასის ფინალში, სადაც 9 მაისს “იუვენტუსს” შეხვდება.