მილანური გრანდი ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, თუმცა ძველი პირობები ძალაში დარჩება, – იუწყება La Gazzetta dello Sport.
მილანელთა მეკარის კონტრაქტი 2021 წლამდეა ძალაში.
დონარუმამ „მილანის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 34 ბურთი გაუშვა.
აღნიშნავენ, რომ თავად ახალგაზრდა მეკარე თანახმაა, კლუბში დარჩეს, თუ მისი ანაზღაურება არ შეიცვლება.