„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი დავიდ სილვა „მილანის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Corriere dello Sport.
ინგლისურ კლუბთან სილვას კონტრაქტი იწურება და მილანელებს საშუალება ექნებათ, რომ სასურველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით და შესაბამისად, ხელსაყრელ ფასად შეიძინონ.
გამოცემის ინფორმაციით, „მილანის“ წარმომადგენლები დავიდ სილვას აგენტს უკვე შეხვდნენ და მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობს.
2019/2020 წლის სეზონში დავიდ სილვამ „სიტის“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.