„მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა - „იუვენტუსმა“ „ნაპოლის“ ქულების დაკარგვით ისარგებლა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელების ვინაობა უნდა გარკვეულიყო, სადაც საგზურებისთვის „ნაპოლი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ იბრძოდნენ. ამ ტურამდე პიოლისა და გატუზოს გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდათ, ხოლო ტურინული გუნდი კი მათ 1 ქულით ჩამორჩებოდა.
ატალანტა – მილანი 0:2
ამ სამი გუნდიდან ყველაზე რთული მატჩი 38-ე ტურში მილანურ კლუბს ჰქონდა, რადგან სტუმრად ბერგამოს „ატალანტას“ ხვდებოდა. „მილანი“ ქულების დაკარგვის შემთხვევაში თავის თავზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული, შესაბამისად მათ 3 ქულის მოპოვება სჭირდებოდათ. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან კესიემ გახსნა, მეორე ტაიმის დამატებულ დროში კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბოლონია – იუვენტუსი 1:4
ანდრეა პირლოს გუნდმა, თავისი შეხვედრა „ბოლონიასთან“ მარტივად მოიგო. სტუმრებმა 4 გოლი გაიტანეს და აქედან 3 პირველ ტაიმში. ანგარიში მე-6 წუთზე კიეზამ გახსნა, სხვაობა ორამდე მორატამ გაზარდა, შემდეგ კი ტაიმის მიწურულს რაბიომ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი მორატამ მეორე გოლიც გაიტანა და დუბლი შეასრულა. „ბოლონიამ“ თამაშის ბოლოს ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.
ნაპოლი – ვერონა 1:1
დაძაბული და საინტერესო მატჩი შედგა ნეაპოლში, სადაც ჯენარო გატუზოს გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. პირველი ტაიმი ფრე 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში ამირ რაჰმანმა „ნაპოლი“ დააწინაურა, მაგრამ დავიდე ფარაონიმ ანგარიში მალევე გაათანაბრა და მეტოქე ჩემპიონთა ლიგის მიღმა დატოვა.
აღსანიშნავია, რომ „მილანი“ 6-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ როსონერის ეს ტურნირი 7-ჯერ აქვს მოგებული.