ავსტრიული „ზალცბურგის“ ნახევარმცველმა დომინიკ სობოსლაიმ, შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, – წერს გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“.
წყაროს ცნობით, 20 წლის უნგრელ ფეხბურთელზე პრეტენზიას „მილანი“ გამოთქვამს, რომელიც მზად არის გაააქტიუროს პუნქტი ფეხბურთელის 25 მილიონ ევროდ შეძენის შესახებ. ვარაუდობენ, რომ სობოსლაი მილანურ კლუბში 2021 წლის ზაფხულში გადავა.
მიმდინარე სეზონში უნგრელმა ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა, ავსტრიის ჩემპიონატში კი მის ანგარიშზე შვიდ მატჩში ერთი გოლი და ხუთი შედეგიანი პასია.