მილან რისტოვსკი - საქართველოსთან ისევ შეცდომების გამო წავაგეთ, ფსიქოლოგიური ჩავარდნა გვაქვს #1TVSPORT
მილან რისტოვსკი - საქართველოსთან ისევ შეცდომების გამო წავაგეთ, ფსიქოლოგიური ჩავარდნა გვაქვს #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოსთან 2:0 დამარცხდა.

ამ მარცხით წითელ-ყვითლებმა დაკარგეს ევრო 2024-ზე ამ ტურნირიდან გასვლის შანსი, ამიტომ კვალიფიკაციის გზით მოუწევთ გერმანიის საგზურისთვის ბრძოლა.

თავდამსხმელი მილან რისტოვსკი ამბობს, რომ თბილისში გუნდი, ისევე როგორც სკოპიეს შეხვედრაში, საკუთარი შეცდომების გამო დამარცხდა.

„ძალიან განვიცდი ამ წაგებას, ისევე როგორც სკოპიეს მატჩში, ესეც ჩვენი შეცდომების გამო დავთმეთ. ჩვენ ვიმეორებთ შეცდომებს, რაც ფსიქოლოგიურ მომენტს უკავშირდება. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებთ, რადგან ხარისხი გვაქვს. ახლა სხვა გზა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ კარგად დავისვენოთ და გავაანალიზოთ, სად შევცდით. გამოდის, რომ წინასწარ ფავორიტები არ არიან. რა თქმა უნდა, ენერგიის ნაკლებობა და ფსიქოლოგიური ვარდნა გვეტყობა. იმედი მაქვს, ბულგარეთისთვის მზად ვიქნებით“, – ამბობს რისტოვსკი.

ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგის C4 ჯგუფში ბოლო მატჩს ორშაბათს საკუთარ მოედანზე ბულგარეთთან გამართავს, ხოლო ჯგუფის გამარჯვებული საქართველო გიბრალტარს ესტუმრება.