ბათუმის „დინამო“ კიდევ ერთმა მოთამაშემ დატოვა – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სერბ ნახევარმცველს, მილან რადინს შეელია.
„მილან რადინი მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას აღარ დაიცავს. მადლობას ვუხდით მილანს და მომავალ საფეხბურთო კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
31 წლის სერბმა ნახევარმცველმა ბათუმის „დინამოს“ მაისურით სეზონში 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 10 გოლში მონაწილეობდა – 7 თავად სერბმა გაიტანა, ხოლო 3 მისი გადაცემით გავიდა.
რადინი ბათუმელებმა „დინამო თბილისიდან” დაიმატეს. სერბმა ნახევარმცველმა 2021 წლის სეზონში თბილისური კლუბის მაისურით 31 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ბათუმის „დინამომ“ კონტრაქტი 28 წლის ნიგერიელ ნახევარმცველთან, ბენჟამინ ტეიდთან აღარ გაახანგრძლივა.