მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
აღნიშნულს არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა აღნიშნეს, მიხეილ სააკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვერ შეძლებს პროცესში მონაწილეობას.