მიხეილ მარხელი - ერთა ლიგის განვლილი მატჩები საქართველოსთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ
მიხეილ მარხელი - ერთა ლიგის განვლილი მატჩები საქართველოსთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ

ბელორუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მარხელმა აღნიშნა, რომ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ალბანეთთან და ყაზახეთთან თამაშები საქართველოსთან პლეი-ოფის მოსამზადებლად გამოიყენა.

„ველოდებით საქართველოსთან თამაშს. აშკარაა, რომ ახალგაზრდები მონდომებით ცდილობენ, ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრონ. მათ უნდა ვენდოთ. ერთა ლიგის ორი მატჩი საქართველოსთან მომავალი დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. არის საკითხები, რომლებიც მაფიქრებს, მაგრამ ბიჭების დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. ალბანეთში დაშვებული შეცდომები ყაზახეთთან გამოვასწორეთ. მატჩი ისე არ წარიმართა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგ მეტოქეს ვეთამაშეთ,” – თქვა მარხელმა გადაცემა Sport-frame-ში სტუმრობისას.

ბელარუსის ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში ალბანეთთან შინ წააგო (0:2) და სტუმრად ყაზახეთთან მოიგო (2:1). ჯგუფში ყველა გუნდმა 3-3 ქულა დააგროვა.