მიხეილ ხუციშვილი - პაპუნაშვილმა „რასინგთან“ კონტრაქტი ორი თვით გააგრძელა
მიხეილ ხუციშვილი - პაპუნაშვილმა „რასინგთან“ კონტრაქტი ორი თვით გააგრძელა

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ლა ლიგა2-ის გუნდ სანტანდერის „რასინგთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდში სეზონის დასრულებამდე დარჩება – ამის შესახებ ფეხბურთელის მენეჯერმა მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა.

„გიორგი პაპუნაშვილთან დაკავშირებითაც ასეთი ვითარება იყო. მას ხელშეკრულება სარაგოსას „რეალთან“ აკავშირებდა, „რასინგთან“ კი საიჯარო კონტრაქტით თამაშობდა, რომლის ვადაც დაუსრულდა. მოგეხსენებათ, სეზონი ესპანეთში განახლდება. ჩვენ „რასინგთან“ მარტივად შევთანხმდით და მოკლევადიანი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გავაფორმეთ“ – განაცხადა აზერბაიჯანული გამოცემა „სპორტ24“-თან მიხეილ ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობებით, საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს პაპუნაშვილს ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაელაპარაკა და კვიპროსულ გუნდში თამაში შესთავაზა. მანამდე გავრცელა ცნობა, რომ გიორგის ათენის „პანათინაიკოსი“ იწვევდა.