რუსეთის ჩემპიონი კლუბის „ენისეის“ დაჯილდოების ცერემონია გუშინ გაიმართა.
გუნდის წევრები ოქროს მედლებით გუბერნატორმა ალექსანდრ უსმა დააჯილდოვა. დადებითად შეფასდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვაკილი ვალეევის მუშაობაც.
საგულისხმოა, რომ კლუბმა 2018 წლის საუკეთესო მორაგბედ „ბორჯღალოსანი“ მიხეილ გაჩეჩილაძე დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებზე ქართველი მესამეხაზელი საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
სხვა ნომინაციები ასე განაწილდა –
წლის აღმოჩენა – ვიქტორ კონონოვი
პერსპექტივა – ეფიმ რიაბიშუკი
საუკეთესო შემტევი – ნიკიტა ჩურაშოვი
საუკეთესო მცველი – ევგენი ელგინი