ევროპული საკლუბო ჩემპიონატის ვებ-გვერდის EPCR-ის მიხედვით, „ჩელენჯ ქაფის“ სამი ტურის შემდეგ „ენისეის“ და „ბორჯღალოსნების“ მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძეს ყველაზე მეტი ბოჭვა აქვს შესრულებული.
ორი მატჩის შემდეგ მის ანგარიშზე 41 ბოჭვა იყო, ხოლო მესამე შეხვედრაში მან მონაგარს 19 ბოჭვა დაუმატა.
„ენისეი“ ტურნირზე წარუმატებლად ასპარეზობს. რუსულმა კლუბმა სამივე შეხვედრა დათმო („ლა როშელთან“ 21:82 და 26:64, ხოლო „ზებრესთან“ 14:31) და ჯგუფის აუტსაიდერია.