მიხეილ აშვეთია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ ბათუმის „დინამოსთან“ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა შეაფასა (რომელიც მისმა გუნდმა 3:2 მოიგო) და ეროვნული ლიგაში „სამტრედიასთან“ მოახლოებულ მატჩზე ილაპარაკა.
„ბათუმის „დინამოსთან“ კარგი ამხანაგური მატჩი გამოვიდა. მართალია, ეს მოსამზადებელი ეტაპია და ამხანაგურ მატჩში შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა კარგია, რომ მოვიგეთ. სანახაობრივი კუთხითაც კარგი მატჩი იყო. რამდენიმე ფეხბურთელმა შეხვედრა ტრავმების გამო გამოტოვა, ლუკა ქაფიანიძე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთადაა. „სამტრედიასთან“ მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადებას ვაგრძელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ, ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ და სატურნირო მდგომარეობაც გამოვასწოროთ,“ – ამბობს მიხეილ აშვეთია.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში გამართული 10 ტურის შემდეგ მოპოვებული 9 ქულით ქუთაისის „ტორპედო“ მე-7 ადგილზეა. მე-11 ტურის შეხვედრას „სამტრედიასთან“ მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილები 13 სექტემბერს, ქუთაისის „რამაზ შენგელია-არენაზე“ გამართავენ.