მიხეილ აშვეთია „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა #1TVSPORT
მიხეილ აშვეთია „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა #1TVSPORT

მიხეილ აშვეთია წყალტუბოს „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„წყალტუბოს „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, მიხეილ აშვეთია დაინიშნა. წარმატებებს ვუსურვებთ მიხეილს ახალ თანამდებობაზე“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელმა კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ქართულ და რუსულ კლუბებში – ქუთაისის „ტორპედოში“ და „რწმენაში“, წყალტუბოს „სამგურალში“, „დინამო თბილისში“. შემდეგ იყო ვლადიკავკაზის „ალანია“, მოსკოვის „ლოკომოტივი“, ყაზანის „რუბინი“ და „როსტოვი“. „ლოკომოტივში“ 2003–04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მილანის „ინტერს“ გაუტანა.

აშვეთია 2001–2002 წლებში ირიცხებოდა დანიურ „კოპენჰაგენში“, ხოლო 2006–2007 წლებში – გერმანიაში, იენის „კარლ ცაისში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა 1995-2005 წლებში. ჩატარებული აქვს 24 თამაში და შეძლო ხუთი გოლის გატანა.

მიხეილ აშვეთიამ კარიერა 2009 წელს დაასრულა და მუშაობდა ქუთაისის ,,ტორპედოში“ – მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და მთავარ მწვრთნელად. 2021 წლიდან აშვეთია „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.