მიხაილო მუდრიკი - ვიცოდით, რომ შეხვედრის ბედს ორთაბრძოლების მოგება გადაწყვეტდა და ამ კომპონენტში ჩვენ უკეთესები ვიყავით #1TVSPORT
ერთა ლიგაზე უკრაინა-საქართველოს მატჩის (1:0) საუკეთესო მოთამაშემ, მიხაილო მუდრიკმა, რომელმაც ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა, დაპირისპირება შეაჯამა.
„უკრინის ნაკრების თამაშს დადებითად შევაფასებ და გუნდის მიერ გამოვლენილი ხასიათითაც კმაყოფილი ვარ. იყო სირთულეები მოედნის საფართან დაკავშირებით, რამაც თამაშის ხარისხზე გავლენა იქონია. ვიცოდით, რომ შეხვედრის ბედს ორთაბრძოლების მოგება გადაწყვეტდა და ამ კომპონენტში ჩვენ უკეთესები ვიყავით.
არ ღირს საუბარი მე უკეთესად ვითამაშე თუ კვარაცხელიამ, რადგან ჩვენ მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარი ამბავია. თავდამსხმელისთვის გოლის გატანა ყოველთვის მნიშვნელოვანია. უბრალოდ, გავაკეთე რაც ვიცი და რაც ჩემი საქმეა.
ჩვენც ისევე უკმაყოფილო დავრჩით მოედნის საფარით, როგორც ქართველები. ვინც ფეხბურთს თამაშობს, ესმის, რა განსხვავება ცუდ და კარგ გაზონს შორის, მაგრამ პირობები ორივე გუნდისთვის ერთნაირი იყო“, – თქვა მუდრიკმა.