მიხაილ პოდოლიაკი - ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, რუსეთის ბაზარი იქ წარმოდგენილი 1 500-მდე საერთაშორისო კომპანიის მხოლოდ ცხრა პროცენტმა დატოვა
ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, რუსეთის ბაზარი იქ წარმოდგენილი 1 500-მდე საერთაშორისო კომპანიის მხოლოდ ცხრა პროცენტმა დატოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ტელეგრამარხში წერს.
მისი ცნობით, რუსეთში დარჩენილი კომპანიებიდან ყველაზე დიდ წილს – 19,5 პროცენტს გერმანული კომპანიები შეადგენენ, 12,4 პროცენტს – ამერიკულები, შვიდ პროცენტს იაპონურები. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ტერორისტ სახელმწიფოში მუშაობას განაგრძობენ შემდეგი კომპანიები: METRO, Leroy Merlin, Auchan, Nestle, Unilever, Procter & Gamble, Siemens, Pfizer, Philip Morris, Buyer, Acer, Alibaba, CloudFlare, Societe Generale, Credit Suisse, Lenovo, Asus, Cersanit და სხვები.
„ზოგიერთმა დასავლურმა ბანკმა სრულმასშტაბიანი ომის ერთი წლის განმავლობაში რუსეთში საერთოდ ზემოგება მიიღო. Raiffeisen-მა რუსეთში მოგება 313 პროცენტით გაზარდა. 2022 წელს რუსეთის ფილიალის მოგებამ 474 მილიონი ევრო შეადგინა და ეს არის ყველაზე დიდი მოგება სამხრეთ-აღმსოავლეთ ევროპის ფილიალებს შორის. რუსეთის ბაზარზე დარჩენა სრულმასშაბიანი ომის ერთი წლის განმავლობაში – ეს არა შემთხვევითობა, არამედ შეგნებული პოზიციაა. ნუ დავივიწყებთ რუსეთში კორუფციის დონესაც. თითოეული ბიზნესი ავსებს უშუალოდ პუტინის გარემოცვის – ევროპის ცენტრში აგრესიული ომის ავტორების ჯიბეებს. პასიური უმოქმედობა – ასევე დანაშაულია. რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებით, ისინი ხელს უშლიანი ომის სწრაფ და სწორ დასრულებას. ომის დასრულების ერთადერთი გზა რუსეთის აბსოლუტური მარცხი, უმაღლესი ხელმძღვანელობისა და სამხედრო მეთაურობისთვის ტრიბუნალი და უკრიანისთვის რეპარაციებია“, – წერს პოდოლიაკი.